|
2015-06-01 11:21:09, 752 ნახვა
ეკონომიკა
„საქსტატისთვის“ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მეწარმეები დაჯარიმდებიან
1 ივნისიდან "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ჯარიმები ამოქმედდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, განისაზღვრა სტატისტიკური კითხვარის შევსების ვალდებულება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირებისთვის და დადგინდა სანქცია ინფორმაციის წარუდგენლობისათვის (თავდაპირველად გაფრთხილება, შემდგომ პირის დაჯარიმება 200 ლარით). ასევე, დაკონკრეტდა კანონის მიზანი და რეგულირების სფერო, დაემატა საერთაშორისო საფუძვლები, კერძოდ გაეროს ფუნდამენტური პრინციპები (10 პრინციპი) და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი. დაემატა სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განმარტება; იცვლება საქსტატის საბჭოს არასაჯარო მოხელე წევრების შერჩევის პრინციპი, რომელსაც ემატება საჯარო წევრების ღია კონკურსით შერჩევა; საქსტატში შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო - საქსტატის მრჩეველთა საბჭო, რომელიც საქმიანობის ანაზღაურების გარეშე და დაკომპლექტდება დარგის სპეციალისტებით, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით; ამასთანავე, სხვა შინაარსობრივი და რედაქციული ხასიათის ცვლილებები. „ცვლილებების განხორციელება აქტუალური გახდა საქსტატის საქმიანობის პრაქტიკიდან, აგრეთვე სტატისტიკის, როგორც დარგის დინამიურობიდან და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კანონის ცვლილებების მომზადების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება სტატისტიკის იმ ნაწილში, რომლის ასახვაც შესაძლებელია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონში შეტანილი ცვლილებების მიზანია საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების გზით, გაეროს ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ხარისხის გაუმჯობესება ქვეყანაში. შესაძლებლობისა და საჭიროების შესაბამისად, სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოება“, - აცხადებენ „საქსტატში“. წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტი მეტად დაახლოებულია ევროპული სტატისტიკის წარმოების პრინციპებთან და მეთოდებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული სტატისტიკური სისტემის სტატისტიკის მსოფლიო სისტემაში მჭიდრო და ეტაპობრივი ინტეგრირების პროცესს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)