|
2018-06-19 14:42:24, 596 ნახვა
კომენტარი
გახარია: რეფორმების შემდგომი ნაბიჯის განსახიერება გახლავთ მომსახურეობის ის ცენტრი, რომელიც უკვე ამოქმედდა საპატრულო პოლიციაში
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი და მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა. „ჩვენი სისტემური განახლების ძალზედ მნიშვნელოვანი სფერო გახლავთ საპატრულო პოლიცია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნეთ, რომ ჩვენ საპატრულო პოლიციაში ვიწყებთ რეფორმების შემდგომ ნაბიჯს. რეფორმების შემდგომი ნაბიჯის განსახიერება გახლავთ მომსახურეობის ის ცენტრი, რომელიც უკვე ამოქმედდა საპატრულო პოლიციაში. რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს მისცა საშუალება მიიღონ თანამედროვე სახის სერვისები. ის სერვისები, რომლებიც უკვე არის ავტომატიზებული და რომელიც კომფორტს უქმნის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ მიიღოს სერვისი ეფექტურად და ძალზედ მოკლე ვადაში. ასევე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საპატრულო პოლიციაში უკვე შეიქმნა ქვეითი პატრულების კორპუსი, რომელიც შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ჩვენს ქალაქებში, განსაკუთრებით, ტურისტული მნიშვნელობის ცენტრებში. ქვეითი პატრულები უკვე გამოჩნდა თბილისში და მათი რაოდენობა უფრო გაიზრდება. ასევე მინდა ავღნიშნო საზღვრის კონტროლის კომპონენტში სამწუხაროდ დღემდე არ არსებობდა ერთიანი სტანდარტული მიდგომა, რადგან საზღვრის მართვის კომპონენტი საპატრულო პოლიციაში იყო გადანაწილებული რეგიონალურ ჭრილში. ჩვენ შევქმენით მთავარი სამმართველო, ერთიანი სტანდარტების ფარგლებში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქუთაისის აეროპორტი, თბილისის აეროპორტი, წითელი ხიდის გამშვები პუნქტი - სტანდარტები გამშვებ პუნქტებზე იქნება ერთი და იგივე. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯს ეს გახლავთ სასაზღვრო პოლიცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დღეის მდგომარეობით, განსაკუთრებით, საზღვაო კომპონენტის ნაწილში გვაქვს სერიოზული პროგრესი. მოგახსენებთ, რომ წლის ბოლოს ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი და შევიძინეთ აილენდის კლასის 2 გემი, რომელიც უსაფრთხოების ზრდასთან ერთად ჩვენს სასაზღვრო პოლიციას აძლევს საშუალებას სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს შავ ზღვაზე ნატო-ს სწავლების კომპონენტში. რაც, რა თქმა უნდა, ხარისხობრივად გააუმჯობესებს როგორც ჩვენი მესაზღვრეების კვალიფიკაციას, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ნატო-ს სტრუქტურებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)