|
2015-05-29 18:28:30, 878 ნახვა
ეკონომიკა
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა ხორციელდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა ხორციელდება. პროცესის წარმართვისათვის და კომერციალიზაციის პოტენციალის შესაფასებლად პროექტში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (MIT). პროექტი 2 ფაზად არის დაყოფილი. პირველი ფაზა მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის, სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევების, გამოგონებების ასევე ტექნიკური ბაზისის აღწერას. პროცესში გროვდება ინფორმაცია სამეცნიერო ტექნოლოგიური მიღწევების პროტოტიპების არსებობის, მათი დახვეწისათვის საჭირო მოწყობილობების თუ პროცესების, თანმდევი თანამშრომლობის სხვა უწყებებთან საჭიროების შესახებ. პროექტის შემდგომი ფაზა იდენტიფიცირებული პოტენციალის კომერციალიზაციის ანალიზსა და ქვეყნისათვის პერსპექტიული მიმართულების იდენტიფიცირებას მოიცავს. „პროექტის მიზანია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის დადგენა და მისი ეკონომიკის განვითარების პროცესში წილის გაზრდაა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართულ მხარეს ასევე არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოსაჩენად კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარებიან. როგორც თვითონ მოწვეული ექსპერტები აღნიშნავენ საკმაოდ ბევრი მიმართულებით საქართველოს მნიშნელოვანი ინოვაციები გააჩნია, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრება შეუძლია“, - აცხადებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)