|
2015-05-29 14:06:18, 981 ნახვა
ეკონომიკა
"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ფინკა ბანკი საქართველოს" და "პაშა ბანკის" საერთო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ფინკა ბანკი 20 მილიონი ლარის ღირებულების 3-წლიან ობლიგაციებს გამოუშვებს. სს "ფინკა ბანკი საქართველო" 100,000 (ასი ათასი) ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. ობლიგაციებს წლიურად დაერიცხება ფიქსირებული 10,1% სარგებელი, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. „ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - ფინკა ბანკი საქართველო, გამოიყენებს მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს თავიდან აცილებს სავალუტო რისკებს. პაშა ბანკი აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს“, - განაცხადეს პრესკონფერენციაზე. აღნიშნული გარიგება გამოირჩევა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით: • ობლიგაციების განთავსება ხდება ეროვნულ ვალუტაში; • ობლიგაციების განთავსება ხდება ორი non-IFI (არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის) კომპანიების მხრიდან; • ობლიგაციების მოცულობა შეადგენს 20,000,000 ლარს. „ობლიგაციების გამოშვების შედეგად ეროვნულ ვალუტაში მიღებული სახსრები "ფინკა ბანკ საქართველოს" შესაძლებლობას მისცემს, უპასუხოს ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს და მომხმარებლებისათვის ლარში დაკრედიტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემისია ასევე დადებით წვლილს შეიტანს ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 000 000 ლარის ობლიგაციების გამოშვება, ისტორიულად ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია, რომელშიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი“, - განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა. „ობლიგაციების განთავსების კუთხით ეს ჩვენი პირველი გარიგებაა საქართველოში და აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. შევეცდებით ჩვენი გამოცდილების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა. „საქართველოში დღემდე ბანკები წარმოადგენენ დაფინანსების ძირითად წყაროს, პრაქტიკულად უალტერნატივოს. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მოიზიდონ დაფინანსება არამარტო სესხის სახით, არამედ კაპიტალის ბაზრებზე გავიდნენ პირდაპირ და მოიზიდონ დაფინანსება კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისგან. ეს გაზრდის ბიზენსსექტორის ხელმისაწვდომობას ამ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, გოგი ჯაფარიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)