|
2015-05-25 10:47:45, 802 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი” Spotlight 2015-ის პლატინის სპონსორია
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება - Spotlight 2015 გაიმართა, რომლის პლატინის სპონსორიც „პაშა ბანკი“ იყო. Spotlight 2013 წლიდან ტარდება და აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ღონისძიებაზე გაიმართა „პაშა ბანკის“ მიერ ინიცირებული პროექტის - Spotlight Marketing Library პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. „ჩვენ ნათლად ვხედავთ Spotlight-ის მნიშვნელობას ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობის განვითარების და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის პლატინის სპონსორობა. უფრო მეტიც! ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოვიფარგლეთ და ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროექტი წარვადგინეთ თბილისის მედიათეკასა და Spotlight-თან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, მარკეტინგის მიმართულებით ლიტერატურა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, გადავწყვიტეთ, ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს მივცეთ საშუალება, ისარგებლოს თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით Spotlight Marketing Library-ში და ვიწვევთ ნებისმიერ კომპანიას, შემოუერთდეს პროექტს და შეავსოს ბიბლიოტეკა ახალი წიგნებით!“, - აღნიშნა „პაშა ბანკის“ PR და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ. „პაშა ბანკი“, მთავარი ღირებულებებიდან გამომდინარე, ფოკუსირდება გრძელვადიან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ბანკი Spotlight-თან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)