08:14 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 14:33:54, 2198 ნახვა

სამართალი
ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. ამასთან, დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, სასამართლომ პატიმრობა ვეფხია ბაქრაძის ნათესავსაც შეუფარდა, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. 

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა.

ბაქრაძეს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics