|
2015-05-20 15:15:23, 779 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება არ არის
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება არ არის. „ვაკვირდებით ეკონომიკურ პროცესებს. როდესაც დავინახავთ, რომ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა ბიუჯეტის კორექტირება მოხდეს, სწორედ მაშინ განვახორციელებთ ამას. ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება არ არის“, - აღნიშნა კაკაურიძემ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. კვირიკაშვილის თქმით, ბიუჯეტის კორექტირებას მეორე კვარტლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებლის დაზუსტების შემდეგ მოახდენენ. „ბიუჯეტის კორექტირება საჭირო იქნება, ამაზე შეკითხვის ნიშანი არ არსებობს და მე მას ვამბობ იანვრის თვიდან მოყოლებული. მეორე კვარტლის ბოლოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის კორექტირებას ბიუჯეტის მიმართულებით",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)