|
2018-03-23 17:39:48, 1461 ნახვა
სამართალი
EMC სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართა და 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. როგორც ორგანიზაციიე მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისგან აღებული ახსნა-განმარტებები უთითებს, რომ სპეცოპერაცია ოჯახის წევრების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და გაუმართლებელი კონტროლის ფორმებით ჩატარდა. „თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისგან აღებული ახსნა-განმარტებები უთითებს, რომ სპეცოპერაცია ოჯახის წევრების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და გაუმართლებელი კონტროლის ფორმებით ჩატარდა, რამაც მათში შიშის, არასრულფასოვნების, დაუცველობის შეგრძნება და სულიერი ტანჯვა გამოიწვია. დილის 4 საათზე საცხოვრებელ სახლში შეჭრისთანავე შეიარაღებულმა და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მძინარე ოჯახის წევრები ძირს დაყარეს და იარაღის დამიზნებით არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას. იარაღის დამიზნებით სპეცრაზმელებს ისინი დილის 4 საათიდან 10 საათამდე საკუთარ ოთახებში ყავდათ გამომწყვდეული და ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა მისი დის თვალწინ განხორციელდა და ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ აწვდიდნენ ინფორმაციას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. მოგვიანებით თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის პროცესში დასწრების შესაძლებლობა მისცეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს საკუთარი შვილის ლოგინში და იატაკზე დიდი ოდენობით სისხლის კვალი დახვდა, თუმცა მამისთვის სპეცრაზმელებს მომხდარის შესახებ არც მაშინ გაუკეთებიათ განმარტებები. ოჯახის წევრებმა შვილის დაჭრის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მოგვიანებით მხოლოდ თელავის საავადმყოფოში მისვლისას მესამე პირებისგან გაიგეს. შექმნილმა სიტუაციამ განსაკუთრებით დაამძიმა თემირლან მაჩალიკაშვილის მოხუცი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. მისი ასაკისა და გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სპეცრაზმელებმა არ უზრუნველყვეს მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით, ისინი სრულად ემორჩილებოდნენ სპეცრაზმელთა მითითებს, მათ მობილურები გადასცეს და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ჰქონია ადგილი, რაც გამოყენებული კონტროლის და სასტიკი მოპყრობის არა პრევენციულ, არამედ უფრო მეტად სადამსჯელო ხასიათზე უთითებს. აღნიშნულის, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სპეცოპერაცია არსებითად საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა (ჩხრეკა) და დაკავების მიზნით და წესი ხორციელდებოდა სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დრო, მასშტაბი, კონტროლისა და მოპყრობის სასტიკი ფორმები გაუმართლებელი და თვითნებური იყო და მთლიანობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე უთითებს“,- ნათქვამია განცხადებაში. EMC მოუწოდებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)