|
2015-05-18 19:16:06, 786 ნახვა
ეკონომიკა
პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა
ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების დადების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმების ახალი ტექსტის პარაფირება, რომელიც ეფუძნება OECD-ის 2014 წლის სამოდელო კონვენციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვას. აღნიშნული შეთანხების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედებას შეწყვეტს 1999 წლის 5 ნოემბერს, ქ. ვარშავაში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე, კაპიტალსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება. პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის პოზიტიური დინამიკა აღინიშნება. 2013-2014 წლებში ექსპორტის რაოდენობამ ორ ქვეყანას შორის 17 462 970 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტის რაოდენობამ 182 695 200 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ამავე პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ 1 341 400 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)