|
2015-05-16 11:03:54, 792 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები კომერციული საიდუმლოებაა და მთავრობას ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება
„კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები კომერციული საიდუმლოებაა და მთავრობას კომერციული ბანკების ტრანზაქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავრობას ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და პროცესები შესაძლოა, ხელოვნური და პოლიტიკურიც იყოს. "საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კომერციული საიდუმლოებაა და ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას ხელი არ მიუწვდება აღნიშნული ტიპის ინფორმაციაზე. შესაბამისად, მე ვერავითარ უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, რომ კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელზეც ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოყენების თემას, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს უწყების ექსკლუზიური უფლებაა. „მე თავს ვიკავებ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე საუბრისგან, ვინაიდან ეს არის მათი ექსკლუზიური უფლება. ჩემთვის, მოსახლოებისთვის, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანააა, რომ ის, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, შეწყდეს, ლარი დასტაბილურდეს და გამყარდეს კიდეც“, - განაცხადა ხადურმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)