11:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 18:55:49, 1790 ნახვა

სამართალი
„ჩემს საქციელს არ ვნანობ - ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ“ - ბექა წიქარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც წიქარიშვილმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჩადენილ ქმედებას არ ნანობს.

"14 დღე არაფერია იმასთან შედარებით რასაც გლდანში და სხვა ციხეებში იხდიან უდანაშაულო პატიმრები, ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებული პირები, რაც მათ შორის გიორგი გიორგანაშვილს მიუსაჯეს.  მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემს მიერ ჩადენილ საქციელს არ ვნანობ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს სისტემა იმ კანონებით, როგორც ის სჯის, იმსახურებს რეალურად მსგავს ქმედებებს. არ გავჩერდებით, ვთქვით რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ბექა წიქარიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბექა წიქარიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობის მინას აგური ესროლა და ჩაამსხვრია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics