|
2015-05-13 22:55:34, 763 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება პოზიტიური ტენდენცია
საქართველოს ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირკაშვილისგანცხადებით, ლარის კურსთან მიმართებაში მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ძალიან აქტიურადიყენებს. „ბევრი მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სავალუტო სტაბილიზაცია.თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება ხელითმართოს. სწორედ ამისთვის არის EBRD-ის წლიური შეხვედრა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოსსაინვესტიციო შესაძლებლობები და გავაცნოთ ყველას. რაც შეეხება გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივას, მედარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს რყევებსორივე მიმართულებით, რასაც დღეს აქვს ადგილი. მე, ისევე როგორც ჩვენი ყველა მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამითშეწუხებული ვარ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნებაპოზიტიური ტენდენცია და ეს უკვე გამოიხატება ზაფხულის პერიოდში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, ლარის სერიოზულ გაუფასურებაზე მოლოდინი არ არსებობს. „აპრილის თვეში გვქონდა ძალიანკარგი ტენდენცია იმის, რომ გარღვევა შემცირდა და იმპორტი უკვე იწყებს შემცირებას. პროცენტულად ეს პატარაა, მაგრამჩვენი სავაჭრო ბალანსიდან გამომდინარე, აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს პატარა პროცენტი თითქმის აკომპენსირებსექსპორტს. პრინციპში, არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ველოდოთ გაუფასურებას. მაგრამ კიდევერთხელ ვამბობ, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში მთავრობამ რაღაც ღილაკებზე ხელის დაჭერითმართოს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)