09:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 19:01:54, 2709 ნახვა

მსოფლიო
ეთიოპიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბავშვების შვილად აყვანა აკრძალა

ეთიოპიის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბავშვების შვილად აყვანა აკრძალა.  ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

აკრძალვის მიზეზად  საფრთხე დასახელდა, რომლის ქვეშაც შესაძლოა, ბავშვები აღმოჩნდნენ.  დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თვითონ უნდა უზრუნველყოს ბავშვებზე ზრუნვა, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს.

ეთიოპიიდან გაშვილებული ბავშვების უმრავლესობა,  აშშ-ი ცხოვრობს.  ამერიკელი წყვილების მიერ ნაშვილები ბავშვების 20% ეთიოპიიდან არიან. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი  წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტია.

თუმცა, 2013 წელს ტრაგიკულ შემთხვევა მოხდა, ერთ-ერთმა ამერიკელმა წყვილმა ეთიოპიიდან შვილად აყვანილი ბავშვი მოკლა. მომხდარმა ეთიოპიაში საჯარო განხილვები გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics