|
2026-06-13 19:10:23, 5827 ნახვა
პოლიტიკა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ "არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური წამების ამსახველი მასალა" და მათ მოუწოდებენ, რომ გაასაჯაროონ. ამის შესახებ პარტია დროას წევრმა გიგა ლემონჯავამ ალიანსის ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც TV პირველის მიერ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გასაჯაროებას შეეხებოდა. ალიანსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, შეუერთდნენ 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაგეგმილ აქცია-მსვლელობას. "ყველამ ვნახეთ სისტემური წამების ამსახველი კადრები, რომელიც თავად პოლიციელებმა გადაიღეს ქობულეთის პოლიციაში და ამიტომ ყველას, ვისაც არ გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, მოგიწოდებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ ფილარმონიასთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტი მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგვაჯეროს, რომ ვითომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის პაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული საქართველოს პოლიციაში, მის განყოფილებებში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ გორში შემთხვევით გადაღებული ადამიანების წამების, ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრის თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეომასალას და აზიარებენ შემდეგ სხვადასხვა ჩეტებში. აქვე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც გაქვთ ასეთი მასალა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური წამების ამსახველი მასალა. გახადეთ ეს მასალა საჯარო, გაასაჯაროვეთ. ამით, ერთი მხრივ, შეამსუბუქებთ საკუთარ პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ, დაიცავთ სხვებს სისტემური წამებისგან. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად ამ წამების ფაქტის დროს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, რომლის ჩვენების საფუძველზე ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ვინმეს სჯერა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა არ იცოდა რა ხდებოდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში?! რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, ეს მოძალადე მწამებელი სისტემა უნდა დასრულდეს, დამხობა რეჟიმს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - განაცხადა ლემონჯავამ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)