07:39 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-03 18:10:30, 2737 ნახვა

მსოფლიო
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „ელეონორა“ დაატყდა თავს

დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი, "ელეონორა" დაატყდა თავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიამ დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და გერმანიის დასავლეთ რაიონები დააზარალა.

მედიის ცნობით, ქალაქ კიოლნში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომელმაც ქუჩაში გაჩერებული მანქანები დააზიანა.სტიქიის გამო რამდენიმე მაგისტრალიც დაიკეტა.

გარდა ამისა, უამინდობის გამო საფრანგეთის ჩრდილოეთ რაიონებში 200 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ძლიერი ქარიშხლის გამო ტურისტებისთვის ეიფელის კოშკი დროებით დაიკეტა. ხელისუფლების თქმით, სტიქიის გამო სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალ „ელეონორის“ სიჩქარემ საათში 140 კილომეტრს მიაღწია. 

ამსტერდამში სტიქიამ საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა. ძლიერი ქარის გამო 200-მდე რეისი გადაიდო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics