07:44 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 12:31:21, 3400 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ISIS-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს ტერაქტებს გეგმავდნენ

ანკარაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, თურქეთის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 29 პირი დააკავა, - ამის შესახებ  სააგენტო aa.com.tr წერს.

გამოძიების მიხედვით, დაკავებულები ახალი წლის დღეებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

დაკავებულთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. პროკურატურამ ჯამში 46 პირის დაკავების ორდერი გასცა.

ცნობისთვის,  რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალი წლის ღამეს მორიგი ტერაქტების მოწყობით იმუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics