|
2015-05-08 19:43:16, 810 ნახვა
ეკონომიკა
ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიებმა აზიის უმსხვილეს გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ საერთაშორისო სურსათისა და სასმელი პროდუქციის გამოფენაში „SIAL CHINA 2015”, რომელიც ჩინეთში, შაინხაიში იმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის მიზანს ადგილობრივ და საერთაშორისო მყიდველებთან კონტაქტის დამყარება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. „SIAL CHINA 2015” აზიის უმსხვილესი გამოფენაა, სადაც 82 ქვეყნის პავილიონი იყო განთავსებული და მასში 2734-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 55 000-ს აღემატებოდა. „SIAL CHINA 2015”-ის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობდნენ წვენების, მინერალური წყლის, წყაროს წყლის, თხილის და ასევე კვების მრეწველობაში მომუშავე ქართული კომპანიები კერძოდ: „არომა პროდუქტი“ (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „კულა“ (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „ნაბეღლავი“ (მინერალური და წყაროს წყლის წარმოება); „ჯეორჯიან პროდაქთ რენესანსი“ (თხილის); „ვაზიანი“ (ღვინო); „მარნეული“ (ღვინო).
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)