2017-12-09 11:12:25, 2344 ნახვა
მსოფლიო
2 გარდაცვლილი და 760-ზე მეტი დაშავებული - იერუსალიმის გამო შეტაკებები გრძელდება
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში, ისრაელის სამართაალდამცველებსა და პალესტინელებეს შორის შეტაკებების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 760-ზე მეტი კი, დაშავდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის სამართალდამცველების მონაცემებით, მასობრივ არეულობებში დაახლოებით 7 500 ადამიანი მონაწილეობდა.
მათივე თქმით, ყველაზე აქტიურ მეამბოხეებს, ცეცხლსაც კი, უხსნიდნენ.
მედიის ცნობით, 3 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სააგენტო წერს, რომ სულ მცირე 60 პალესტინელს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიღებული.
ამასთან, ღამის განმავლობაში რაკეტების ხმა ისმოდა. თავდაპირველად ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა პალესტინურმა ორგანიზაცია "ჰამასმა" გამოიყენა. ამის შემდეგ გასროლა ისრაელმა განახორციელა, რის შედეგადაც ღზას სექტორში 25 ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ,