2017-12-09 03:35:54, 3336 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის მორიგ დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ დაკავებას უცხოური მედია ეხმაურება.
ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ სააკაშვილის მომხრეებმა მოახერხეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დახურულ ეზოში შეღწევა, შენობასთან კი, უამრავი ადამიანია შეკრებილი.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ სააკაშვილი 10 დეკემბერსს დაგეგმილ მარშამდე დააკავეს. ამერიკული Foxnews-ი იტყობინება, რომ უკრაინაში დაკავებულია კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი - სააკაშვილი. მედია საშუალება სააკაშვილს ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს, რომ სი პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასევე გერმანული გამოცემა süddeutsche zeitung-ი გამოეხმაურა. მედია წერს, რომ ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის ცენტრში დააკავეს და ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ავტორი: ,