|
2017-12-02 12:17:06, 1976 ნახვა
კომენტარი
ქირურგი დაჭრილ მოსწავლეზე: სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ქირურგის დავით ლოლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც ლოლაძემ ჟურალისტებს განუცხადა, მოზარდს 3 სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება. "პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არის არასტაბილური ჰერმოდინამიკით. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისათვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა 3 სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინაროებს სისხლის კომპონენტების მუდმივი იმფუზია ანუ გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლის ზოდადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება. არის უმძიმეს მდგომარეობაში", - განაცხადა ქირურგმა. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)