|
2017-12-01 18:08:20, 1949 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: სპეცოპერაციის შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების დამკვიდრება მოგვიწევს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის ხორციელდებოდა, მომავალში კი კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც სესიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, საქართველო მაღალი რისკის მატარებელ ქვეყანას არ მიეკუთვნება, თუმცა ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ქვეყანას უსაფრთხოების მეტი ზომების დამკვიდრება მოუწევს: „ყველას გვესმის, რომ ამ უხილავ მტერს-ტერორიზმს საზღვრები არ აქვს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვატარებდეთ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს. მუდმივად ხორციელდება მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა, პრევენციული ღონისძიებების გატარება. არ ვართ მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა და სხვადასხვა ანგარიშებში ეს აღნიშნულია კიდეც, თუმცა ბოლო ფაქტის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს ცოტა უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების დამკვიდრება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)