|
2015-05-07 12:14:37, 795 ნახვა
ეკონომიკა
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულდა
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადი ოთხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ - შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი–ფოპტნეტმა“, შპს „გრიინეტმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „დელტა-კომმა“ წარმოადგინა. „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილი განაცხადები 6 მაისს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ხელმძღვანელობდა. „სამთავრობო კომისიამ სამუშაო შეხვედრებზე 2015 წლის 15 მაისამდე უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადები და მათგან ე.წ. „მოკლე სია“ შეადგინოს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება, რომ 2015 წლის 30 მაისამდე კომისიას განსახილველად წარმოუდგინონ პროექტთან დაკავშირებული საბოლოო წინადადებები, რომლებსაც განიხილავს სამთავრობო კომისია და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)