|
2015-04-30 19:57:59, 848 ნახვა
ეკონომიკა
მერიის მომსახურე ბანკის გამოსავლენად გამართულ კონკურსში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა
თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი განმეორებითი კონკურსი საკონკურსო კომისიამ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე ყველაზე მაღალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულება გამოავლინა. მერიის ინფორმაციით, განმეორებითი კონკურსი 2015 წლის 29 აპრილს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა პრეტენდენტმა მიიღო. კერძოდ: ბანკმა „რესპუბლიკა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ქართუ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ და „თიბისი ბანკმა“. კონკურსის შედეგებით გამოვლინდა, რომ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე დასარიცხი ყველაზე მაღალი წლიური სარგებელი - 9.3% სს „ლიბერთი ბანკმა“ დააფიქსირა. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 16 აპრილის N16.01.440 განკარგულებით დამტკიცებული მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისია თბილისის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით საუკეთესო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულების გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. თბილისის მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)