|
2015-04-30 13:58:44, 850 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაცია მიიღო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, თბილისში გახსნას რეგიონული ოფისი. მისი განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დღეს ხსნის წარმომადგენლობით ოფისს საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ოპერაციებს დაფარავს. „ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ასოცირების ხელმშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართულებით. ზუსტად ეს ინსტიტუტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკის სექტორს, ინფრასტრუქტურას დაეხმაროს, რათა საქართველო გახდეს თავისი ინდუსტრიებითა და ინფრასტრუქტურით ნამდვილად ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები და გეგმები გააცნო. როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა, ისინი წარმომადგენლობით ოფისს თბილისში იმ პოზიტიურ გამოცდილებაზე დაფუძნებით ხსნიან, რომელიც მათ საქართველოსთან თანამშრომლობით დაუგროვდათ. ვილჰელმ მოლტერერმა აღნიშნა, რომ ბანკი დიდ პოტენციალს ხედავს საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით და თავის წვლილს შეიტანს მის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთობის მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)