12:08 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:51:20, 2415 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალ „მარიას“ სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20-ზე მეტი კი, დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რუზველტ სკერიტის განცხადებით, თითქმის ყველას სახლის სახურავი ახდილია, მათ შორის მისი რეზიდენციის სახურავიც.

მედიის ცნობით, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მარია" ახლა ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.

ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics