22:49 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 11:16:25, 1371 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ჯო უილსონს და ნაცმოძრაობას ერთი პატრონი ჰყავთ".

"

ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ ერთი და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ნუ, ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ - დიფ სთეითს.

ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება - ხედავთ, რომ საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი - ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს და ეს დავალებები არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა, როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალშიც", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics