12:08 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:34:13, 2621 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკო პენია ნიეტოს განცხადებით, დაღუპულთა შორის 20-ზე მეტი ბავშვია, კიდევ 30 მოზარდს ეძებენ. მისივე თქმით, ისინი შესაძლოა სკოლის შენობის ნანგრევებში იყვნენ. მაშველები ასევე გოგონას გამოყვანას ცდილობენ, რომელიც სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა. 

მედიის ცნობით, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პრეზიდენტის განკარგულებით სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
RFE/RL: ბრიუსელში წყარო უნაყოფოდ აფასებს ვიზების საკითხზე საქართველოსთან დიალოგს
კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
შსს: ჩინეთის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას ვუმასპინძლეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics