|
2015-04-28 15:24:54, 1853 ნახვა
ეკონომიკა
PSP-ში პროდუქტების შეძენა მობილური აპლიკაციით გახდა შესაძლებელი
PSP-მ მომხმარებლისათვის კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი წარადგინა.PSP-ს მედიკამენტების, ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქტების შეძენა უკვე სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით გახდა შესაძლებელი. „მობილური აპლიკაციით სარგებლობა ძალიან მარტივია. მას შემდეგ რაც მომხმარებელი სმარტ ფონში „PSP – My Pharmacy”-ს ჩამოტვირთავს, PSP-ს აფთიაქი მის მობილურ ტელეფონში გადაინაცვლებს. ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს PSP-ს ქსელში არსებული პროდუქტები, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიძინოს ისინი და ჩვენ მას სასურველ ადგილზე მივართმევთ. 20 ლარზე მეტი თანხის პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მიტანა უფასოა. მოქმედებს ასევე ექპსრეს მიტანის სერვისიც და მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის მიღება თბილისის მასშტაბით 2 საათში შეეძლება“, - აცხადებენ PSP-ში. PSP-ს მობილური აპლიკაციით ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობის ისტორიის შენახვა და მართვაა შესაძლებელი. აქვე მომხმარებელს წამლის მიღების შემახსენებლის გააქტიურება და წამლის კალკულატორით სარგებლობაც შეუძლია. PSP-ს „ღიმილი ბარათის“ მფლობელები მობილური აპლიკაციით შეძლებენ ღიმილების დაგროვებას. აქვე შესაძლებელია დაგროვილი ღიმილების სასურველ საჩუქარში გადაცვლა. მობილური აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკური პროდუქტებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების შერჩევა და შეძენა. ნებისმიერ დროს აპლიკაცია საშუალებას იძლევა, მარტივად იქნას ნაპოვნი ახლომდებარე აფთიაქი. აპლიკაციის მოსარგებლეებს PSP-ს ცხელი ხაზიც მოემსახურება, რომლის ნომერიცაა: (032) 240 20 20.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)