|
2017-09-09 07:28:16, 2378 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გამართა. კახა კალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს. მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით მიზნით, არსებული სკვერების მოვლა-პატრონობის გარდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობასაც გეგმავს. „ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთია დენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილი იქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ეს პროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია და „მზიური“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლად ერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძის თქმით, არ დაუშვებს, რომ სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე საცხოვრებელი სახლები აშენდეს. მისივე განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება მოხდება. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას. კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ძველი თბილისის ისტორიული შენობების რეაბილიტაციაზე, თბილისის იერსახეზე და ვიზუალური სტანდარტის შექმნაზე იზრუნებს. მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძეც შეხვდნენ.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)