02:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 22:58:17, 390 ნახვა

პოლიტიკა
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება

ინდოეთში ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აიათოლა ჰაკიმ ელაჰიმ განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.

მან გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით ახსნა. 

აღსანიშნავია, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. New York Times წერდა, რომ მოჯთაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად მიღებულ ჭრილობებს კვლავ მკურნალობდა და სახეზე მიყენებული დაზიანებების გამო, რომლებმაც მის საუბრის უნარზეც იმოქმედა, ვიდეო ან ხმოვანი მასალების ჩაწერისგან თავს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მიდის. ეს ინფორმაცია ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა. 

ამასთან, რუსეთში ირანის ელჩის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დაესწრება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაეილ ბაღაეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ „პატივი“ დაესწრონ ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას, რადგან ისინი ომის დროს „ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics