|
2015-04-28 11:58:12, 906 ნახვა
ეკონომიკა
პაშა ბანკი - ბრიუსელის ბიზნესკონფერენციის სპეციალური პარტნიორი
27 აპრილს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და ევროსაბჭოს ეგიდით ქ. ბრიუსელში გაიმართა ბიზნესკონფერენცია. პაშა ბანკი კონფერენციის სპეციალური პარტნიორი იყო. ბიზნესკონფერენციის მთავარი თემა იყო „საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“. მასზე განიხილებოდა საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოში. კონფერენციას ესწრებოდა 65 ქართული და ევროპული მსხვილი, საშუალო და მცირე ორგანიზაცია სხვადასხვა სფეროდან. კონფერენცია სიტყვით გახსნეს ბ-მა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-მა ჯერარდ შუმან-ჰითცლერმა, დირექტორმა ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. დამსწრეებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ პაშა ბანკის მხარდაჭერით საქართველოში ეკონომიკის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა. „ჩვენ ნათლად ვხედავთ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას და როგორც ღონისძიების სპეციალურმა პარტნიორებმა, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი, როგორც მსხვილი ინვესტორის წარმატებული გამოცდილება და ხაზი გავუსვით საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, რამაც განაპირობა ორი წლის წინ პაშა ჰოლდინგის მხრიდან საქართველოში განხორციელებული დაახლ. $60 მილიონიანი ინვესტიცია კორპორატიული საბანკო მომსახურების უზრუნველმყოფი ფინანსური ინსტიტუტის, პაშა ბანკის, დაფუძნების მიზნით.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა.
ბრიუსელის კონფერენცია ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომლებსაც პაშა ბანკმა გაუწია სპონსორობა ადგილობრივი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად. პაშა ბანკი იყო ასევე შემდეგი ღონისძიებების პარტნიორი: - ბიზნეს განვითარების ფორუმი, სადაც ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას. - ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group. - ოქროს ბრენდი 2014-ის პარტნიორი. ოქროს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული, ის ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)