04:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 19:48:00, 2382 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა. 

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, გერმანია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ქვეყანაში  რეფორმების გატარების  ასევე ინტეგრაციული თვალსაზრისით.

„ჩვენ გვაქვს ბევრი საკითხი განსახილველი, მათ შორის როგორიცაა ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირთან ჩვენი მომავალი პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ნოემბრის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სადაც კონკრეტული შედეგები გვინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ და ის ბენეფიტები და სიკეთეები აისახოს თითოეულ ადამიანზე. გერმანია ადრეც გვეხმარებოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს დახმარებას ამ მიმართულებით“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“ მზადებასა და მოლოდინებზე.

 შეხვედრაზე ასევე  საუბარი  შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით.

 აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.

 შეხვედრაზე საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics