06:52 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 17:01:57, 2523 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2017 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი გაუმჯობესდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად,

2017 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი გაუმჯობესდა და საერთაშორისო ვაჭრობა გაიზარდა, რაც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა.

„ სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებს უახლოვდება, განვითარებად ქვეყნებში შემცირდა მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართულებით, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება ინფლაციის ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკა 2017 წელს 3.5%–ით გაიზრდება1 . 2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა რეგიონშიც, როგორც სასაქონლო პროდუქციის ექსპორტიორ, ისე იმპორტიორ ქვეყნებში, რაც დიდწილად ნავთობზე ფასების ზრდის, ევროკავშირში გაუმჯობესებული ეკონომიკური ვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე დაფინანსების პირობების გაუმჯობესებით არის განპირობებული. მსოფლიო ბანკის პროგნოზის,  მიხედვით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2017 წელს მოსალოდნელია 2.5% ზრდა, ხოლო 2018-2019 წლისათვის ეს მაჩვენებელი 2.8%-მდე გაიზრდება. არსებული პროგნოზი განპირობებულია რუსეთსა და თურქეთში შედარებით სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღების მოლოდინით“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics