00:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 21:06:04, 2283 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა.

მაიკ პენსი (Vice President Mike Pence) საქართველოს ცოტა ხნის წინ ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი ხორციელდება მაიკ პენსის პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics