|
2017-07-20 13:02:20, 2519 ნახვა
სამართალი
გია კორკოტაშვილი გაუპატიურების მუქარის საქმეზე გამოძიების კითხვებს პასუხობს
ორგანიზაცია „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდა. იგი გამოძიების კითხვებს სავარაუდოდ, გაეროში საქართველოს ყოფილი ახლაგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხებს. კორკოტაშვილს სამმართველოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად მივიდა. შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა. დოლიძემ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას რუსული სცენარი უწოდა. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. აღნიშნული დოლიძის მიერ „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან მარშის მონაწილეები გააკრიტიკა და აქციას რუსული სცენარი უწოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)