21:31 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 21:31:32, 3433 ნახვა

სამართალი
სასამართლომ 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული:

„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ რ. ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის  შეფარდების თაობაზე.

საქმე ეხება,  2017 წლის 16 ივლისს  ქ. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მის ნათესავს 19 წლის ა. ხ.-ს ყელისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ა. ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების,  შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის საფრთხეები, ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 სექტემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics