|
2017-07-17 17:01:01, 2426 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, თათია დოლიძის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით, გამოძიება ეფექტიანად წარმართოს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ „ქართული მარშის“ მონაწილეთა განცხადებებს ეხმიანება. ომბუდსმენი შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის გამოყენების გამო და შსს-ს მოუწოდებს, მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მოძრაობა „ქართული მარშის“ ორგანიზატორთა მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც ახალგაზრდა ქალის შეურაცხყოფასა და სავარაუდო მუქარას შეიცავდა. სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აშკარა მიზოგინიური და სიძულვილის ენის გამოყენების გამო, რაც კიდევ უფრო ამყარებს გენდერული თანასწორობის მხრივ ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად წარიმართოს მუქარის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)