|
2017-07-15 16:56:16, 3095 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „ავტოჰაბი“ შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას კომპანია „ავტოჰაბიც“ შეუერთდა. „ავტოჰაბის“ თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანიის კუთვნილი ავტობაზრობების ტერიტორიაზე მდგარ 300-მდე ავტომანქანაზე განათავსეს. მათ ავტომანქანების საყიდლად მისულ მოქალაქეებს შსს-ს კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს, კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)