|
2017-07-11 17:39:57, 1518 ნახვა
სხვადასხვა
ზარალის შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის და შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი სახელმწიფო უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო შვედეთის მთავრობის და UNDP-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწვეული, საერთაშორისო და ადგილობრივი, ექსპერტების რეკომენდაციების და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული ზარალის შეფასების მეთოდოლოგიის, ინდიკატორების და სპეციალური ინსტრუმენტების შესახებ მონაწილეთათვის ინფორმაციის გაზიარება და დისკუსიის გამართვა. მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტიქიური მოვლენების ეროვნული კლასიფიკატორი, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად. დირექტივა INSPIRE არეგულირებს სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას ევროკავშირში. ექსპერტთა ჯგუფმა ასევე წარადგინა კატასტროფით მიყენებული ზიანისა და ზარალის ეროვნული ინდიკატორები და მათ შესამუშავებლად საჭირო საბაზისო ინფორმაციის ჩამონათვალი. შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა გახსნა. (NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)