|
2017-07-07 14:14:15, 1157 ნახვა
სხვადასხვა
სსე-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა, ახალციხის 500/400/220 კვ-იანი ქვესადგურის ბათუმის 220 კვ-იან ქვესადგურთან დამაკავშირებელი ახალი 52 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური დაუკავშირდა ქვესადგურს „ბათუმი-220“. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 144 ანძა. ამავდროულად, მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ახალციხის ქვესადგურიდან შუახევამდე 92 კმ-იანი ე.გ.ხ-ის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ჯამში, დაგეგმილია დაახლოებით, 144 კმ. სიგრძის ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც 398 ერთეული ანძის დადგმას გულისხმობს. ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას, შეამცირებს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევებს და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შეეძლება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და მისი დასრულება 2018 წელს იგეგმება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)