|
2017-07-06 11:12:06, 2042 ნახვა
საზოგადოება
წინანდალის ფესტივალისთვის მზადება იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინანდალში 2019 წელს დაგეგმილ ფესტივალს გამოეხმაურა. მისი თქმით, წინანდლის ფესტივალს სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს. პრემიერი ამბობს, რომ მაღალი ხარისხის მუსიკალური ფესტივალის შექმნისათვის მზადება დღეს იწყება: „წინანდალში 2019 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელზეც გვექნება უმაღლესი დონის არტისტების შესრულება. მაგრამ, ამავე დროს, ამ ფესტივალს ექნება განათლების მიმართულება, კომპონენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს პროექტი „სილქ გროუფ ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება, ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს თანადაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში არინ ჩართული ის ადამიანები, რომლებიც ფესტივალებს აკეთებენ ევროპის მასშტაბით და ყველაზე ცნობილი ფესტივალები არის ამ პროფესიონალების გაკეთებული და ისინი იქნებიან უშუალოდ ჩართული. ევრიპიდან და ისრაელიდან არიან ძაიან ცნობილი ადამიანები ჩართული ფესტივალის ორგანიზებაში. ჩვენ გვექნება წინანდალი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კერა, რომელიც გახდება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი. ეს იქნება მთელი კახეთის და საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი”,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)