|
2026-05-28 11:00:13, 2425 ნახვა
სამართალი
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა გიორგი ახალკაცმა და ლადო ბიჭაშვილმა საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადაიღეს. - იუწყება ქართლის ამბები / Qartli.ge როგორც გიორგი ახალკაცი იხსენებს, ლადო ბიჭაშვილს კომბინატის დასახლებაში მანქანით მიაკითხა სამსახურში წასაყვანად. მოულოდნელად ხმაური შემოესმათ, ბინის ფანჯრიდან კი მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ. ძალადობის კადრები ვიდეოზე დააფიქსირეს კიდეც. „ჩხუბის ხმა ისმოდა, როდესაც გადავიხედე შემთხვევის ადგილზე, რომელიც ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ არის, ეს სურათი დამხვდა. სახლიდან უნდა გავსულიყავი და რაღაცაზე დავყოვნდი. სახლში რომ არ ვყოფილიყავი, ეს კადრები არ იქნებოდა [გადაღებული] “ — ამბობს „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლადო ბიჭაშვილი. ,,მე სტუმრად ვიმყოფებოდი ჩემს კოლეგასთან, ლადოსთან. ჩვენ ორივენი გავხდით ამ მძიმე ფაქტის თვითმხილველები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები. ძალიან მცირე დროში ჩვენ ვიფიქრეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ჟურნალისტური მოვალეობა“ — ამბობს გიორგი ახალკაცი, „ქართლის ამბების“ ჟურნალისტი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)