|
2017-07-06 10:50:42, 1881 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი შსს-ს მიმართავს, სათანადოდ წაახალისონ მაშველები, რომლებმაც გუშინ შტორმისას 20 ადამიანი გადაარჩინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაზე, ხუთბალამდე შტორმის დროს, გუშინ მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული თავდადება დასაფასებელია. მთავრობის მეთაური შსს-ს მიმართავს, მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება უზრუნველყონ: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები, საკუთარ სიცოხცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად და ეს არის საპატიო საქმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძლაიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები გვყავს და ასევე მფრინავები, რომლებმაც სასწაული შეძლეს გუშინ”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ:’ „150 -მდე მაშველი იყო და ეს ადამიანები ნამდვილად არიან მადლობის ღირსი, ძალიან ეფექტური ოპერაციის გამო, რადგან მცირე პერიოდში არ გავრცელდა ცეცხლი, თორემ ზარალი იქნებოდა გაცილებით უფრო დიდი და რადმენადაც მე ვიცი, რამდენიმე მათგანმა დაზიანებაც მიიღო",-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)