|
2017-07-06 10:44:39, 2042 ნახვა
საზოგადოება
მაშველები, რომლებმაც ჩხოროწყუში ორი ადამიანი გადაარჩინეს, სახელმწიფო ჯილდოზე იქნებიან წარდგენილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩხოროწყუში განხორციელებულ სამაშველო ოპერაციას გამოეხმაურა. პრემიერი სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ოთხ პირს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენს: "პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ სამეგრელოში მომხდარ შემთხვევას, მართლაც გმირულ საქციელს, რომელიც ჩაიდინეს მფრინავებმა. ჩვენი ორი მოქალაქე გადაარჩინეს ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე დასვეს ვერტმფრენი. ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციოების მართვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. მინდა წარვუდგინოთ პრეზიდენტს ეს ადამიანები სახელმწიფო ჯილდოზე , მგონი ყველა დამეთანხმებით. მინდა გვარები მოგახსენოთ: ეს არის ეკიპაჟის მეთაური ბესიკ გაბიანი, ეკიპაჟის წევრები ბესის ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ამას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი. შეგახსენებთ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს. უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურში დარეკეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)