|
2017-07-06 09:41:22, 2113 ნახვა
საზოგადოება
გონიოში, ზღვაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ
გონიოში, ზღვაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი გუშინ, ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. უამინდობის მიუხედავად, სამაშველო სამსახურები სამძებრო სამუშაოებს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მისი ძებნა დღეს განახლდა. დაკარგული ადგილობრივი მკვიდრია. პარალელურად, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე 45 წლის კობა ბაკურიძის ძებნა განაახლეს, რომელიც ზღვაში 2 დღის წინ გაუჩინარდა. შეგახსენებთ, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ 10 ადამიანი გადაარჩინეს. შტორმის გამო ბანაობის აკრძალვის მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ წესებს და ზღვაში ჩავიდნენ. უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში იყო. სამაშველო სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბანაობა დღესაც აკრძალულია. შტორმს სინოპტიკოსები ხვალისთვისაც ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)