|
2017-07-05 15:12:02, 2327 ნახვა
საზოგადოება
7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
7 ივლისიდან „სერვისეარი“თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებითფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ.ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს. ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით: ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „სერვისეარი“, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)