|
2017-07-04 17:26:49, 2033 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი დიცის მოსახლეობას შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია გორის მუნიციპალიტეტის სოფელი დიცის მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელი დიცის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდების დარეგულირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო. მათივე ინფორმაციით, სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა. დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი. შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ დიცში გამავალი საირიგაციო არხიდან წყლის მიღების მიზნით ადგილი ჰქონდა არხის დაზიანებების ფაქტებს, რამაც შეაფერხა სოფლის წყლით მომარაგების პროცესი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია დაწესდეს სარწყავი წყლით სარგებლობის გრაფიკი, იმისათვის, რომ წყლის დებეტის სიმცირემ არ შეაფერხოს სარწყავი წყლის მოხმარება სისტემის სამოქმედო არეალში. საირიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ: 1501 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)