|
2017-07-04 16:09:46, 1948 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ე.წ. ელიავას ბაზრობის ხანძრისას დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობას ჰპირდება
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მერია ე.წ. ელიავას ბაზრობის დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობაზე შეუთანხმდა. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, სრული სურათი ზიანის მოცულობები დაზუსტების შემდეგ ჩამოყალიბდება. „ჩვენ საკმაოდ საქმიანი შეხვედრა გვქონდა. პირველი, რაზეც შევთანხმდით, ის არის, რომ დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები და ზიანის მოცულობები უნდა დაზუსტდეს. ამ მონაცემების დაზუსტების შემდეგ, დაზარალებულებს საბანკო სექტორთან ვუშუამდგომლებთ, რადგან ბევრ მათგანს სხვადასხვა ბანკებთან სასესხო ვალდებულება აქვს. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ამ სესხების რესტრუქტურიზაციაზეც იფიქრებენ. შემოსავლების სამსახურმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაზარალებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა მოხდება და ამ კომუნიკაციაშიც ჩვენ აქტიურად ჩართულები ვიქნებით. ჩვენ უფრო კონკრეტული ნაბიჯები მათი საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე დაზიანებული თუ განადგურებული საქონლის სრული სურათის შემდეგ გვეცოდინება. იმისათვის, რომ დაბნეულობა არ იყოს და საკითხები სწრაფ რეჟიმში გადაიჭრას, ამაში მერია აქტიურად ჩაერთვება“, - განაცხადა ლექვინაძემ. მისი თქმით, თბილისის მერია ყველა მხარეს შეხვდება, ვინც გარკვეულწილად ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ფაქტთან კავშირშია. „ერთ-ერთი მხარე, რა თქმა უნდა დამფუძნებლები არიან და ჩვენ მომხდართან დაკავშირებით და დაზარალებულებთან მიმართებაში მათი პოზიციაც უნდა გავიგოთ. დამფუძნებლებთან შეხვედრა უახლოეს დღეებში იქნება. ზარალის სავარაუდო მოცულობაზე ამ მომენტისთვის მე ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდო ციფრების შესახებ ალბათ, მათ მიერ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ შემეძლება ვისაუბრო“, - განაცხადა ლექვინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)