|
2017-07-04 13:10:35, 1889 ნახვა
საზოგადოება
სეს: თბილისში, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან, საწარმოო პროცესი 73-ს შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა. „მიმდინარე თვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცხადყოფს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბიზნესოპერატორების მიერ აქტიურად ხდება. თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნესოპერატორიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა, თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე გამოასწორა გამოვლენილი შეუსაბამობები და ყველა მათგანს აღუდგა საწარმოო პროცესი, რაც აშკარად დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული ბევრი ობიექტი უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ. სეს-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით ივნისში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები შეაჯამა. ცნობისთის, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა 730 ინსპექტირება, 734 დოკუმენტური შემოწმება, 43 ზედამხედველობა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 262 ნიმუში. კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 112 ბიზნეოპერატორს, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე კი, 281 დაჯარიმდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 730 ინსპექტირებიდან 251 თბილისში განხორციელდა, დოკუმენტურად 249 ბიზნესოპერატორი შემოწმდა, გამოვლენილი დარღვევების გამო, 121 დაჯარიმდა. თბილისის სარეალიზაციო ობიექტებიდან ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის 31 ნიმუშია აღებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)