|
2017-07-04 12:17:54, 2347 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეებმა პოლიციის კორიდორი გაარღვიეს
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეებმა დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა სცადეს. ისინი მაღაზიებში შესვლას დილიდან ცდილობენ, თუმცა ტერიტორიაზე შესვლის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ. მოვაჭრეებმა პოლიციის კორიდორი გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ მათი შეჩერება შეძლო. დაზარალებულებს გადარჩენილი ნივთების გამოტანა სურთ. როგორც თანამშრომლები და მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, ისინი ამ დრომდე ელოდებიან პასუხისმგებელი პირების გამოჩენას და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ისინი ითხოვენ მერიის დასუფთავების სამსახურის დროულად მოსვლას და შესაბამისი სამსახურების ჩატარებას, რათა მათ სამუშაო პროცესის განახლება შეძლონ. შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისს გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)